გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, რომელიც ქალთა დღეს – 8 მარტს მიეძღვნა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა საკუთარ სისუსტეებსა და სიძლიერეებზე ისაუბრეს.
გადაცემას სტუმრობდა ხათუნა ჟორდანიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტად რაც ანგრევს, ეს მისი შვილის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და კომენტარებია“.
„ზურა, ჩემი შვილები, ჩემი ძმა და ძმისშვილები უპირობოდ ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე და ყველაზე დიდი სიძლიერეა.
როდესაც საქმე ჩემი უფროსი შვილის პირადს ეხება, მე არაფრის გადაწყვეტა და შეცვლა არ შემიძლია და ვხედავ, როგორ ნერვიულობს, იტანჯება და განიცდის, როდესაც ვერაფერს ვერ ვცვლი, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს ცხოვრებაში ალბათ ეს არის.
ყველაზე მეტად მანგრევს, განსაკუთრებით მანერვიულებს უსამართლო დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ, ყველაზე მეტად განვიცდი, როდესაც ნინის და ზურას უსამართლოდ ეხებიან, ამაზე კონტროლს და წონასწორობას ვკარგავ“, – აღნიშნა ხათუნმა ჟორდანიამ.
„საუკეთესო გოგო მსოფლიოში“ – ხათუნა ჟორდანია შვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
✨😍 " რაც მანგრევს არის უსამართლო კომენტარები ჩემი შვილის მიმართ" – ხათუნა ჟორდანია✨😍 " რაც მანგრევს არის უსამართლო კომენტარები ჩემი შვილის მიმართ" – ხათუნა ჟორდანია
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on პარასკევი, 08 მარტი, 2024