LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: „ვენები აღარ მიჩანდა, ფეხში და ფეხის თითებში მიკეთებდნენ გადასხმებს..ეს ყველაზე მძიმედ მახსენდება, ჩემი განვლილი გზიდან“

366
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.

ხათუნამ გადაცემაში არაერთ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი კი მის ჯანმრთელობას ეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, მძიმე სენთან ბრძოლისას განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ნინიმ გადაიღო ვიდეო, ქიმიოთერაპიიდან რომ გამოვედი, ქუჩაში ცეკვის გაკვეთილი მიდიოდა, მეც ჩავერთე და ვცეკვავდი ყველასთან ერთად.

მინდა გითხრათ, რომ როცა მე ამ სენს ვებრძოდი, განწყობა ყოველთვის ასეთი მქონდა.

თუმცა, იყო ისეთი პერიოდები, როცა აღარ შემეძლო. მაგალითად, მაიძულებდნენ ბევრი წყლის სმას. ყველაზე მეტად იმ პერიოდში რაც შემძულდა, ეს იყო წყალი.

ყოველდღე მოჰყავდა ნინის ქალი, რომელიც გადასხმებს მიკეთებდა. ვინაიდან, ჩემი ვენები უკვე აღარ არსებობდა, ვენები აღარ მიჩანდა, ფეხში და ფეხის თითებში მიკეთებდნენ გადასხმებს…ეს ყველაზე მძიმედ მახსენდება, ჩემი განვლილი გზიდან,“-აღნიშნა ხათუნამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g