LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: „ვიღაც გაბოროტებულმა დამიწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო… ქალისთვის ძალიან მძიმე გადასტანია, როცა შენს მეუღლეზე ათასგვარ ჭორს იგონებენ და გაგებინებენ, რომ იქნებ ოჯახი დაანგრიო…“

488
zuraxachidze

ხათუნა ჟორდანია ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გამოჯანმრთელებისა და მეუღლის გვერდში დგომის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზურა ხაჩიძე მას ხელით დაატარებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი მეუღლეც არაა მარტივი ხასიათის და არც თავად – „ეს განსაკუთრებით ვლინდება შიდა, დახურულ, ოჯახურ ურთიერთობებში, მაგრამ რაღაცნაირად ვაბალანსებთ ერთმანეთს…“

ხათუნა ამბობს, რომ მეუღლემ უზარმაზარი ენერგია დაახარჯა მის გამოჯანმრთელებას.

ხათუნა ჟორდანია ჟურნალთან ასევე დანანებით საუბრობს იმის შესახებაც, რომ მის ოჯახს კრიტიკა და ლანძღვა არ აკლია: „ერთხელ ჩემი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული და ვიღაც გაბოროტებულმა მიაწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო… თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამაზე ნერვები არ უნდა ავიშალო და მათ სიამოვნება არ უნდა მივანიჭო, ამიტომ უარყოფით კომენტარებს აღარ ვკითხულობ და მშვიდად ვცხოვრობ…

მე და ზურა მუდმივად შეხმატკბილებულები არ ვიყავით, ბევრჯერ იყო მომენტი, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად, მაგრამ გვითქვამს: „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ“. ხან ის გარბოდა და ხან – მე. საბოლოო ჯამში, ვერ ველეოდით ერთმანეთს, ზოგჯერ ის თმობდა, ზოგჯერ – მე. ჩვენ დიდი სიყვარული გვეხმარებოდა და ოჯახი დღემდე შევინარჩუნეთ.

ქალისთვის ძალიან მძიმე გადასატანია, როცა შენს მეუღლეზე ათასგვარ ჭორს იგონებენ და შემდეგ გაგებინებენ, რომ იქნებ, აფეთქდე და ოჯახი დაანგრიო, მაგრამ რაღაცნაირად შევეჩვიე ამ ყველაფერს. ვიცი, რომ სადღაც ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაუმსახურებლად მოგაყენებს შეურაცხყოფას, ამიტომ თითქმის აღარ ვიყენებ ინტერნეტსივრცეს და მხოლოდ დადებით კომენტარებს ვკითხულობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g