LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ფეიქრიშვილი: „მახოს სამივე ყოფილ ცოლთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, მეუბნებიან, შენ არ ხარ ნორმალურიო… ყოფილ სიდედრებთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს…“

110
---2022-12-13_12-37-22_396077

მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (10 ნოემბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მსახიობის სამ ყოფილ ცოლთან:

„სამივესთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, მეუბნებიან, შენ არ ხარ ნორმალურიო (იცინის). მითხრეს, ვერასდროს ვიფიქრებდით, თუ ასე ვიმეგობრებდით მახოს ცოლთან და შეგვიყვარდებოდაო. სამივე კარგი ადამიანია და მართლა გვიყვარს ერთმანეთი, არ ვფამილიარობთ. ახლახან მე და მახოს მეორე ყოფილი ცოლი თამუნა კარაოკეში ვიყავით, ვმღეროდით და თანამშრომლებს ვიდეო რომ ვაჩვენე, შოკში ჩავარდნენ. ამათაც მითხრეს, შენ არ ხარ ნორმალურიო (იცინის). თამუნაც მეუბნებოდა, შენზე რომ ვყვები სადმე, ჰგონიათ, რომ ვპირფერობო. ამ დროს მას და მახოს საერთო შვილი ჰყავთ. მას არ დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი და მე – მისთვის. არა მარტო ყოფილ ცოლებთან, ყოფილ სიდედრებთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. საოცარი ადამიანები არიან, ხან ნამცხვრებს მიგზავნიან და ხან სტუმრად მივდივართ მე და მახო. ჩვენ ვართ ასე, თორემ მეგობარი გვყავს, ყოფილი ცოლი რომ შემოდის ოთახში, ის გარბის… მახოს რომ იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს ყოფილ ცოლებთან და მათი დანახვა არ უნდოდეს, მე მათთან ხომ არ ვიქნებოდი მეგობრულად. მეც ასეთი ბუნება მაქვს, არასდროს მითქვამს მის ყოფილ ცოლზე აუგი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g