ხათუნა ხოფერია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და საკუთარი პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს იხსენებს. მათ შორის, იმას, თუ როგორი ურთიერთობა აქვს თავის რძლებთან.
ხათუნას ვაჟის, რეზოს ყოფილი მეუღლე, მომღერალი თიკა ჯამბურია გახლავთ.
ხათუნა ხოფერია აღნიშნავს:
„ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა იყვნენ ჩემი რძლები ჩემ მიმართ ინდიფერენტულები და რატომ არ უნდა ვუყვარდე მათ?! ეს გოგონები ჩემს ხელში გაიზარდნენ და როგორ შეიძლება, არ მიყვარდნენ?! მესამე და მთავარი, ესენი არიან ჩემი შვილიშვილების დედები, მე თუ მათ არ ვეყვარები, არც ჩემს შვილიშვილებს ვეყვარები სრულყოფილად. თვითონაც ძალიან კარგი და შეგნებული გოგონები არიან. და ამიტომაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა. როცა მათი და ჩემი შვილების ურთიერთობა მწვავდებოდა, მე არასდროს დამიჭერია ჩემი შვილების მხარე. გოგონების უფრო მესმოდა. თან, ჩემი შვილები ყველაფერს მაპატიებენ, იმიტომ, რომ მე დედა ვარ, მაგრამ რძლისგან იმავეს ვერ მოვითხოვ…“
ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ ახლახან მეშვიდე შვილიშვილის ბებია გახდა.