LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე-“პაატა ბურჭულაძე სიის დაკომპლექტების პროცესში საქართველოდან გაიქცა”

73

პაატა ბურჭულაძე სიის დაკომპლექტების პროცესში საქართველოდან გაიქცა – ამის შესახებ ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა:

პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან სიაში მოხვდნენ მხოლოდ ისინი, ვინც პავლე კუბლაშვილის ლოიალობა დაიმსახურა. სია დგებოდა საბოლოო ჯამში პავლე კუბლაშვილის ოთახში, გიორგი მელაძის აქტიური მონაწილეობით. პაატა ბურჭულაძე გაიქცა საქართველოდან. ის დაემალა საკუთარ გუნდს. ვერ ვიტყვი, რომ სინდისმა შეაწუხა, მაგრამ ალბათ დისკომფორტი არ უნდოდა შექმნოდა. ის სიის დაკომპლექტების პროცესში გაიქცა საქართველოდან და ფორმირება მთლიანად მიანდო იმ ადამიანებს ვისაც მიეყიდა.

მისივე თქმით, ბურჭულაძეს პარტიაში კრიმინალური და ქუჩური მენტალობის მქონე ერთი ადამიანი ჰყავს, რომლის სამეგობროსაც შეუძლია მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენება:

კრიმინალური და ქუჩური მენტალობის მქონე ადამიანები, პარტიაში წარმოდგენილები არიან გოგა კალაძის, იგივე ”გალოშას” სახით, რომელიც მართალია ჭანჭიკია, მაგრამ დისკომფორტს ქმნის იქ და ამის მოწმე როგორც პარტიის, ასევე ბლოკის ყველა წევრია. მე მესმის მათი, რომ ისინი ახლა არ გამოვლენ და არ მოყვებიან იმ ფაქტებს, რაც გოგა კალაძესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ჩემი და მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ, მაგრამ აქ მთავარია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი შესთავაზა პაატა ბურჭულაძემ აჭარის მოსახლეობას სიის პირველ ნომრად.ეს ადამიანები ჩვენი და ჩვენი ოჯახებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც ჯანმრთელობის, ისე სიცოცხლისთვის. ”გალოშას” პარტიის გარეთ ძალიან ცუდი და მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე სამეგობრო და დაჯგუფება ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ თავზე ხელი აიღონ და ყველაფერი გამიკეთონ მე და ჩემს ოჯახს.

 

magti 5g