LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: „ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს, შესაძლებელია მთელი საპარლამენტო შენობა ჩარაზონ

162
add.png

„ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს – დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე ისაუბრა, რომელიც ხვალ არის დანიშნული.

„მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. „ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა“, – აღნიშნავს სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g