მსახიობი ხავიერ ბარდემი, რომელიც წვეულებებს ხშირად არ სტუმრობს, გუშინ მადრიდში „2015 Icon Awards“-ის ცერემონიალზე გამოჩნდა. ბარდემი ჟურნალისტებისთვის ღონისძიების ყველაზე საინტერესო სტუმარი აღმოჩნდა, ამასთან, მსახიობმა ჯილდოც დაიმსახურა.
ბარდემი დაჯილდოვდა კატეგორიაში „კულტურა“. პრემიებს ჟურნალი Icon გასცემს.
ხავიერის ცოლი, პენელოპა კრუსი ამჯერად ქმრის გვერდით არ ყოფილა, თუმცა გასულ კვირას წყვილმა საკუთარი თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა – ბარდემი და კრუსი ბარსელონაში ჯგუფ U2-ს კონცერტზე სცენაზე გამოჩნდა. ხავიერი აუდიტორიის წინაშე კოვბოის ქუდით წარსდგა და ბონოსთან ერთად იცეკვა. შემდეგ კი სცენაზე პენელოპა გამოჩნდა, თუმცა მისი ცნობა პარიკსა და კურდღლის ყურებში ძნელი აღმოჩნდა.