LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ კოლომინა – ისტორიული მომენტია საქართველოსთვის და 2024 წელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

121
Capture

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იყო.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის კარგი ამბავი. ვფიქრობ, რომ ეს მომენტს ხსნის, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024 წელს. 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს გადაწყვეტილება იყო. საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც გატარებულ უნდა იქნეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე ნატო-საც აქვს.

უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე”, – განაცხადა კოლომინამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები