LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა

144
untitled-design-5-2022-10-21_15-45-26_884485

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივ აბსურდად შეაფასა მამუკა ხაზარაძემ და განაცხადა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ცნობისათვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

აღნიშნულ საკითხზე ვრცლად წაიკითხავთ აქ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები