“მივმართავ ხელისუფლებას, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ სიტუაციის სიმძიმე შეიმჩნიოთ. როგორ ვერ ხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები შექმნილი ვითარების გამო უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში არიან,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოგიწოდებთ:
დაუყოვნებლივ მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო;
შემოიღეთ დროებითი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის;
ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ შეიმუშაოს ინსტრუქცია საბანკო სექტორისთვის, თუ როგორ მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში;
თვითშემოქმედება ასეთ დროს ძალიან სახიფათოა.
და ბოლოს, განუმარტეთ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არის ღია ჩვენი კარი ყველასთვის, გარდა პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა,”- წერს მამუკა ხაზარაძე.
