LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

1151
20190304134810

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს ეხმაურება. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი  მზად არის “აირზენას” 10 ჩარტერული რეისი კიევიდან თბილისის მიმართულებით დააფინანსოს, რათა უკრაინელმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლონ.

“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა.

აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!”- წერს მამუკა ხაზარაძე facebook-ზე.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს. ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკა კი ხალხთაშორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.

გაიგეთ მეტი: 

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა",

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g