LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს

113
მამუკა ხაზარაძე

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმიანება.

ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხაზარაძე წერს, რომ “სირცხვილია, როდესაც ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება:

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება და ის ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება:

“უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ, როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი.

სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი, რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი!

ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.

ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!” – წერს ხაზარაძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ჯაფარიძე: პარლამენტის კედლებში დღეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა განხორციელდა

magti 5g