მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გენერალური პროკურატურა კი განმარტავს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება უკვე გამოტანილია, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ სასამართლოსთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავთ.
საუბარია 16 მილიონზე მეტი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ - რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?
როგორც საგამოძიებო უწყება და დაცვის მხარე აცხადებენ, რადგან ბრალდებული პირები პატიმრობაში არ იმყოფებიან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვას, რომ საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს 48 საათში მიმართოს.
მათ სახელმწიფო ბრალდება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ედავება.
