“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ხაზარაძეს თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა.
“თავისუფალი საქართველო იწყება თავისუფალი საზოგადოებით! არა ვალიანი და არა დამონებული ადამიანებით! რაშიც ლომის წვლილი, სხვათაშორის, ხაზარაძესაც მიუძღვის. სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია ნაცების დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი, ყველასთვის ცნობილია. ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები 70 მილიონი ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში? რადგან, დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის ფინანსები სადაა, რომელიც უნდა მობილიზდეს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
რა კითხვები დაუსვეს ხაზარაძეს პროკურატურაში და რა ფურცლები გამოატანეს უწყებიდან
მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია - მამუკა ხაზარაძე
“როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ მარტო ხაზარაძე კი არა, საქართველო ვარო, მინიმუმ მორიდებული უნდა იყო”, – აღნიშნავს დეპუტატი. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს რაც ბრალად აქვს წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ.
„ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული. სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული, რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. ისინი კი, ვინც თავს დაზარალებულად ცნობს, მათი საქმე წინ არ წაწეულა”.