LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები, ძმებს შორის არის ხოლმე რაღაც გაუგებრობა“ – დოდო ხურცილავა ევროინტეგრაციის პროცესზე

190
დოდო ხურცილავა

„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას სპორტსმენები, მსახიობები, ტელეწამყვანები და მომღერლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.

დოდო ხურცილავამ „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა:

„არა უშავს გენაცვალე, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. ძმებს შორის არის ხოლმე რაღაც გაუგებრობა. დაელაპარაკებიან ერთმანეთს და გაიგებენ. არის ვითარებები, როდესაც უნდა შეაგროვო ქვები. როგორც შოთა რუსთაველი ამბობს, „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდება“. ასეთი ვითარებაა ახლა და კიდევ „ერთ რამეს ამბობს შოთა რუსთაველი. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“, – ამბობს დოდო ხურცილავა.

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს მიმართ ინტერესები ფუნდამენტურად შეიცვლება“ – ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g