ქორწილის შემდეგ შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში ისვენებს. მსახიობი და ტელეწამყვანი პარიზში გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებს სოციალურ ქსელის გამომწერებს აქტიურად უზიარებს.
ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებულმა ფოტოებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. შორენას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმრო Shangri-La Paris-ში დაბინავდა. ისტორიულ სასახლეში განთავსებული ეს სასტუმრო მსოფლიოში მაღალი დონის მომსახურებით, მდიდრული ინტერიერითა და ეიფელის კოშკის ულამაზესი ხედებით გამოირჩევა.
მსახიობის მიერ გაზიარებულმა კადრებმა სოციალურ ქსელში უკვე არაერთი დადებითი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.
