“ქართული ოცნების” თამჯდომარის ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქ” გვერდი, დენდროლოგიური პარკის ვიდეოს ავრცელებს. პარკი თავისი მასშტაბებით, სილამაზით და კონცეფციით, საოცარია.
დენდროლოგიური პარკი კერძო ტერიტორიაზეა გაშენებული. ის ჯერ საზოგადოებისთვის ღიაა არაა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მსურველებისთვის მისი დათვალიერება შესაძლებელი იქნება, თუმცა როდის, უცნობია.
დენდროლოიგური პარკი ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე, ზღვასა და მთას შორის არის გაშენებული.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება. აქ თავმოიყრილია, არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.
მსოფლიოს და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან პარკში გადარგული ხეების გამო, დენდროლოგიური პარკის მშენებლობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
სწორედ ამ პარკისთვის გადმოცურა ზღვა არაერთმა ხემ.