ექიმი დავით მრელაშვილი, რომელიც უკრაინელებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით პოლონეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.
“ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან!
ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა, რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ).
რა თქმა უნდა დრონის პილოტებმა გადასცეს არტილერიას ზუსტი კოორდინატები, რომლებმაც ადგილზევე დაადუღეს, ხიდამდე მისვლა არ დასჭირდათ.
პ.ს. ეს ერთი დრონის გაკეთებული ერთი საათის საქმეა და ასეთი ბევრი ჰყავთ ცაში ყველა ცხელ წერტილში, რასაც მტრის რადარი ვერ აფიქსირებს.
პ.პ.ს. ყველაფერს აქ ვერ გამოვდებ, მაგრამ დღის პოზიტივს წაადგება”, – წერს მრელაშვილი ფეისბუკ გვერდზე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დავით მრელაშვილმა 30 დრონი, 250 სისხლდენის შესაჩერებელი ფხვნილის პაკეტი, სახვევები, პირველადი დახმარების კომპლექტები მოიმარაგა და უკრაინელებისთვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად პოლონეთში გაფრინდა.