სოციალურ ქსელში დედის – ნათია მერკვილიშვილის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც 16 წლის შვილის, ზუკას გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
16 წლის სკოლის მოსწავლე – ზუკა ჯანგველაძე სკუტერიდან გადმოვარდა და შედეგად თავის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები მიიღო, შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად კი ოჯახს დახმარება სჭირდება.
„არ ვიცი როგორ მოგმართოთ, როგორ შეგაწუხოთ, ხელები მიკანკალებს ამას რომ ვწერ. მე და ჩემს პატარას წინ დიდი და რთული გზა გველის, რომლის გავლასაც მარტო ვერ შევძლებ.
მოგმართავთ დედა, რომლის სიცოცხლეც ამ ბიჭის კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული. ზუკა გაიმარჯვებს და სიკეთით დაგიბრუნებთ.
პირადი ნომერი: 60001013288
ანგარიშის ნომერი: GE65BG0000000383349266GEL“. – წერს სოციალურ ქსელში დედა.