ნიკა მელიას და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა. თეიმურაზ კუპატაძემ ნიკა მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
მელიამ კი კუპატაძეს მუხთარლისა და ხორავას ქუჩის გამოუძიებელი საქმეები შეახსენა.
„ხელი გაწიე ბიჭო,“ – მიმართა საპატრულო პოლიციის უფროსმა მელიას.
თეიმურაზ კუპატაძემ ნიკა მელიას მოუწოდა, რომ გზა იმ მიმართულებით გააგრძელოს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიუთითეს.
ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა.
მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.