მუსიკოსი Doja Cat პარიზში მიმდინარე მოდის კვირეულის მთავარი გმირია. გასულ კვირას მან ნამდვილი სენსაცია მოახდინა, როცა წითელი ფერის ლუქით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. ამჯერად კი მუსიკოსმა, ცნობილი სერიალის „უენსდეის“ ინსპირაციით, შავი სამოსით არჩია გამოჩენა. Doja Cat-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მინი კაბასთან და შავ მოსასხამთან ჰქონდა შეხამებული, ხოლო ვარცხნილობა კი ზუსტად ისეთი, როგორც სერიალის მთავარ გმირს. აქ ყურადღება მიიქცია აქსესუარმა. ჩანთამ ხელის ფორმით, რომელსაც ტეკილა უჭირავს, მოდის ექსპერტებიც კი გააოცა. ჩანთა ულამაზესი კრისტალებითა და ძვირფასი თვლებით იყო გაფორმებული.
კიდევ უფრო სენსაციური იყო Doja Cat-ის ლუქი Viktor & Rolf-ის ჩვენებაზე. აქ უკვე მუსიკოსმა ზოლიანი ორეული მოირგო და დაწკეპილი ულვაშებით წარსდგა ფოტოგრაფებთან.
ვიდეო: Doja Cat 30 000 თვლით დაფარული კოსტიუმით გამოჩნდა – ნახეთ „ლუქის“ შექმნის პროცესი