LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის თხოვნა პირდაპირ სცენაზე – გიორგი დათიაშვილის და ელისაბედ ავალიშვილის სიყვარულის ამბავი: „დედაჩემს ძალიან უყვარს გიორგი და ხელი შეუწყო…“

1457
გიორგი და ელისი

დრამერი ელისაბედ ავალიშვილი და მომღერალი გიორგი დათიაშვილი ახლახან დაინიშნენ. ისინი „ელის ბენდის“ წევრები არიან და გიორგიმ მეორე ნახევარს დიდი სიურპრიზი მოუწყო, როდესაც პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი. ელისაბედი დათანხმდა და ვიდეომ სოციალური ქსელები მოიარა. ქორწილი ივნისის ბოლოს იგეგმება და ის რა თქმა უნდა, ძალიან მუსიკალური იქნება.

fortuna.ge ელისაბედს ესაუბრა და გაბედნიერება მიულოცა.

ელისაბედ ავალიშვილი: 

ჩემთვის ხელის თხოვნა იყო ძალიან და სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ ჩვენი ბენდის ახალი შემადგენლობის პირველი კონცერტზე მოხდა. ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები რომ იყვნენ მოსულები, ვფიქრობდი, ალბათ ბენდის მოსასმენად მოვიდნენ-მეთქი (იღიმის). თურმე, ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი. როცა სიმღერის დაკვრა დავიწყეთ, ყველა ფეხზე წამოდგა და ტელეფონით გვიღებდნენ ვიდეოებს. ვერც მანდ მივხვდი ვერაფერს. როცა გიორგიმ ხელი მთხოვა, გული ამიჩუყდა და ეს ვიდეოშიც ჩანს. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის…

შენი და გიორგის ურთიერთობა როდის დაიწყო?

ზუსტად ერთი წლის წინ, 31 დეკემბერს გავიცანით ერთმანეთი ჩემი უახლოესი მეგობრისგან. როგორც მერე აღმოჩნდა და ხშირად გვისაუბრია, პირველივე ნახვიდან მოგვწონებია ერთმანეთი. გიორგი, რა თქმა უნდა, აქტიურობდა, ყოველ დღე ერთად ვიყავით, დავდიოდით სხვადასხვა ადგილას. 7 თებერვალს გამომიტყდა სიყვარულში. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მეც ვგრძნობდი რაღაცებს. ამ დღის შემდეგ ვართ ერთად…

აქედან გამომდინარე, მაინც არ ელოდი ხელის თხოვნას?

ბუნებრივია, საუბარი გვქონდა ქორწინებაზე, მაგრამ ასე მალეც არ ველოდი (იღიმის).

ვიდეო: მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა

შენი ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამ სიურპრიზის შესახებ?

ყველამ იცოდა. დედაჩემმა გიორგის ძალიან შეუწყო ხელი. დედას ძალიან უყვარს.

ალბათ, ძალიან მუსიკალური ქორწილი გექნებათ…

უამრავი მუსიკოსი იქნება დაპატიჟებული. ივნისის ბოლოს ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ლოკაციის ძებნის პროცესში ვართ.

„ელის ბენდში“ შემადგენლობა როდის შეცვალეთ?

ძალიან მცირე ხანია. „ელის ბენდი“ წლებია, არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეიცვალა მუსიკოსთა შემადგენლობა. ბოლო შემადგენლობა ისეთი იყო, ხშირად გვქონდა კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ ახლა სხვა შემადგენლობით ვართ, სადაც გიორგის შევთავაზეთ ყოფნა. ვუკრავთ ქავერებს, მაგრამ ჩვენს განსხვავებულ ვერსიებს, რადგან გიორგიც ხელს გვიწყობს და უფრო რთულ სიმღერებს ვეჭიდებით. სტაბილურად ვართ „ავენიუში“. ყოველ კვირა ვუკრავთ იქ და კორპორაციულებზეც გამოვდივართ სხვადასხვა ადგილას.

ერთსა და იმავე ჯგუფში ყოფნა წყვილის ურთიერთობას ხელს უწყობს?

ჩვენს შემთხვევაში ძალიან კომფორტულია, ერთ ენაზე ვსაუბრობთ, რეპეტიციებზეც ერთად ვართ, სამსახურშიც, ვერთობით, ვმუშაობთ, ვიღლებით, ეს ჩვენთვის კომფორტულია და ხელს გვიწყობს ურთიერთობაში…

 

 

?❤️

Posted by Tata Avalishvili on Friday, January 12, 2024

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g