“გამოიძიეთ დანაშაული და ნუ ებრძვით თავისუფალ მედიას. ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენს გზას ევრო-ატლანტიკური მიმართულებით და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!”, – აცხადებს პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი და ამბობს, რომ პარტია “ტვ პირველს” და ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მამუკა ხაზარაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს და დაუშვებელს უწოდებს ხელისუფლების მცდელობას, ჩაახშოს კრიტიკული მედია:
“პროკურატურისა და სასამართლოს ქმედებებიდან აშკარა ხდება, რომ მათი მიზანი, არა უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიება, არამედ დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.
„გამოიძიეთ დანაშაული და ნუ ებრძვით თავისუფალ მედიას, ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენს გზას ევრო-ატლანტიკური მიმართულებით და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!
“ქართულმა ოცნებამ” უნდა გაითავისოს – მედია თავისუფალია. ჟურნალისტური საქმიანობა კი ხელშეუხებელი.
ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული მედია, ეს დაუშვებელია!,” – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას აქვს უფლება ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს. დღეს ტელეკომპანიას გადაეცა განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.
ამის შემდეგ ტელეკომპანიაში საუბარი დაიწყეს შესაძლო შტურმზე, რომელსაც მოყვა პროკურატურის განცხადება:
“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”.