LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება დიდი ხანია, ხალხს ემალება – ზაზა ბიბილაშვილი

146

„ხელისუფლება დიდი ხანია, ხალხს ემალება,“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წაომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „ფორტუნასთან“ განაცხადა. ბიბილაშვილის თქმით, საკრებულოს სხდაზე დეპუტატების არშეშვების გადაწყვეტილება უკანონოა.

„ხელისუფლება შეკრებილია იმისთვის, რომ ერთი ოჯახის და კლანის დავალება შეასრულოს. ეს კეთდება ყველა ჩვენგანის ხარჯზე, როცა ისტორიული ცენტრი გადაეცმა ივანოშვილს პირად საკუთრებაში ერთ ლარად,” – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თბილისელებისთვის შეურაცხმყოფელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალონ.

„სრულიად უკანონდ აქვთ ბლოკირებული  საკრებულოს შენობა იმისთვის, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ მათ ქმედებს შედეგი მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g