LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ერთ ადამიანს ებრძვის და ცინიკურად დასცინის, მათ ეშინიათ: დავით ჭიჭინაძე

55
დავით ჭიჭინაძე

როდესაც ხელისუფლების მთლი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამაინს ებრძვის და უფრო მეტიც, სამარცხვინოდ, ცინიკურად დასცინიან, ამას ერთადერთი ახსნა აქვს – მათ ეშინიათ. – ეს განცხადება “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი როგორც შემოვიდა და სამი დღე იარა მთელ ქვეყანაში, ისევე გავიდოდა, რომ სდომოდა. ხელისუფლება კი, ვერც ვერასოდეს გაიგებდა” – აცხადებს ჭიჭინაძე

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს შიში “ქართულ ოცნებას” ბევრ ბოროტებას აკეთებინებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლება “ვერც ვერასოდეს გაიგებდა, იმდენად სამარცხვინოდაა ყველაფერი მორღვეული და ვერ აკონტროლებენ ვინ შემოდის და ვინ გადის. მაგრამ ჩამოვიდა და ჩაბარდა.

“2012 წელს სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდი. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ვინმემ სამართალი იპოვა კი არა, იქამდეც მივიდნენ, რომ ადამიანს მკურნალობას და სასამართლოს უკრძალავენ.” – განაცხადა ჭიჭინაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g