LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისთვის ცდილობს: გიგა ბოკერია

31
გიგა ბოკერია

“მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ გამიზნულად ჩააგდო ვაქცინაციის პროცესი, კვლავ ცდილობს შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისათვის.” – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ, მთავრობის მიერ შეზღუდვების შესაძლო შემოღებასა და ამის ასაცილებლად განსახორციელებელ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ფეხებზე კიდიათ, თუ რა უმძიმესი შედეგები დადგება არამარტო პოლიტიკურად ქვეყნის თავისუფლებისთვის და ადამიანების თავისუფლებისათვის, რაც ძაან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად კიდევ ერთი შეზღუდვების შედეგად.” – გიგა ბოკერია

“ერთხელ, თავისი ჭკუით წარმატებით გამოცადეს ამ შეზღუდვების პოლიტიკური ამოცანებისათვის გამოყენება და ფეხებზე კიდიათ, თუ რა უმძიმესი შედეგები დადგება არამარტო პოლიტიკურად ქვეყნის თავისუფლებისთვის და ადამიანების თავისუფლებისათვის, რაც ძაან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად კიდევ ერთი შეზღუდვების შედეგად.” – აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი განცხადებით არის მინიმალური ნაბიჯებიც, რომელთა გადადგმაც არის დღესაც კი შესაძლებელი იმისათვის, რომ არანაირი ახალი დამანგრეველი შეზღუდვები საჭირო არ გახდეს.

“საჭიროა საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია” ვახტანგ კალოიანი

“ევროპული საქართველოს” წევრი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ საჭიროა ტესტირების ინტენსიფიკაცია (მინიმუმ 5 0000 დღეში) და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა. ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურული და სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელსაწვდომობის გაზრდა (ასაკობრივი ზღვარის შემცირება ასტრაზენეკას ვაქცინებზე), საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია

დრო ცოტაა, თუ ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლებთ ამ ნაბიჯების თანმიმდევრულ სწრად გადადგმას, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან დრამატულ აგვისტო-სექტემბერს და იმ უმძიმეს შეზღუდვებს რაც ხელისუფლება გვიანონსებს.“ – განაცხადა კალოიანმა.

 

magti 5g