LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება თავს ესხმის აშშ-ს“ – ხათუნა სამნიძე

175
ხათუნა სამნიძე

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველთვის არის კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით და ამ ინფორმაციის გაანალიზებით და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ მიწოდებული ინფორმაციის დაკოპირებით და გამოქვეყნებით. პრემიერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა განცხადება, რომელიც პირდაპირ ცდილობს ჩირქი მოსცხოს ჩვენს პარტნიორს და მის დასკვნებს“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრობს.

სამნიძე ამბობს რომ ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა ამბობს რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ისე გამოაქვეყნა დასკვნა რომ მასზე არ იმუშავა.

„ხელისუფლებას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, როცა ამბობს რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა და ამ დასკვნაზე არ იმუშავა და მხოლოდ მიიღო ინფორმაცია აქ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ანგარიშში არის ყველაფერი ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაზეც წუხს საზოგადოება. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ გააკეთოს ადეკვატური შეფასებები, ის თავს ესხმის აშშ-ს და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხელისუფლება იმის მიუხედავად რომ კანონი ვერ მიიღო ამ კანონის სულისკვეთებით აგრძელებს მუშაობას. ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ გადაცემაში „დღის თემა“.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური „ენჯეოების“, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა“ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არსებობს ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები