არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის, – ამ განცხადებით ქართველი მწერლები და „საქართველოს პენცენტრის“ წევრები ღია წერილს აქვეყნებენ და მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის საკითხზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების – მათ შორის დიდი ჰესების – მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად.
“ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა – ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს…
ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მოვითხოვთ გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“.- ვკითხულობთ „პენცენტრის“ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ნუგზარ ზაზანაშვილი
ირაკლი ლომოური
პაატა შამუგია
მერაბ ფიფია
ლაშა ბუღაძე
შოთა იათაშვილი
გიორგი ლობჟანიძე
დარეჯან კიკოლიაშვილი
ივა ფეზუაშვილი
ნესტან კვინიკაძე
ნათია გიორგაძე
ლუკა ბაქანიძე
ნიკა ლაშხია
ბექა ქურხული
ლაშა ბაქრაძე
ბელა ჩეკურიშვილი
ნინია სადღობელაშვილი
ირინე ჭოღოშვილი
ნუკა ღამბაშიძე
თამთა მელაშვილი
ანა კოპალიანი
ნინო ბექიშვილი
ლევან ბრეგაძე
მანანა მათიაშვილი
ვასილ გულეური
ლელა ცუცქირიძე
გაგა ნახუცრიშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ალეკო შუღლაძე
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
ირაკლი კაკაბაძე
ოთარ ჯირკვალიშვილი
დიანა ანფიმიადი
გიორგი შონია
ხათუნა თავდგირიძე
ლადო კილასონია
მედეა იმერლიშვილი
შორენა შამანაძე
ზაალ ანდრონიკაშვილი
ირმა შიოლაშვილი
ტორესა მოსი
ხვიჩა ყალაბეგაშვილი
ცნობისთვის, ნამახვანელი ადგილობრივი მოსახლეობა 125 დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.