LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის წინადადება უნდა გაიზიაროს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

90

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით, თუ მმართველი გუნდი უარს იტყვის „ევროპული საქართველოს” მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტზე და არ გაიზიარებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, შედეგად არაფრისმთქმელი რეზოლუცია მიიღება.

ჭიაბერაშვილის თქმით, თუკი ხელისუფლების მიზანია, პრევენციის მიმართულებით გადადგას სერიოზული ნაბიჯი, მან „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის წინადადება უნდა გაიზიაროს და პარლამენტის რეზოლუციაში ასახოს.

ევროპული საქართველოხელისუფლებას ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტის შექმნას სთავაზობს, რომელიც რუსეთს ფასად დაუსვამს იმგვარ თავხედობას, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ საოკუპაციო ხაზზე დახვრეტილი გიგა ოთხოზორია და ვხედავთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ხდება. ამიტომ, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს დაუსვამს, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების განახლება დღეიდან იგეგმება. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა კონსულტაციას საგარეო უწყებასთან აპირებს.

 

mazda magti 5g