აშშ-ის პრეზიდენტობის კანდოდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხლეისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.
“ახლახანს გავატარე 3 დღე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ბოლომდე ათვითცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (ეფ-ეს-ბე) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, მათ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100% ოკუპირებულია,” – წერს კარპენტერი ტვიტერზე.
https://twitter.com/mikercarpenter/status/1140959142326067200