LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა“ – ანა წითლიძე

160
ანა წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა“. მისივე განცხადებით, „ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს ბედი“.

„ხელისუფლებას მმართველობიდან 12 წლის განმავლობაში არაფერი სათქმელი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს დავასრულებთ და ამ ქვეყანას დავუბრუნებთ განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა წითლიძემ.

მან ზუგდიდში გამართული შეხვედრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც 26 ოქტომბერს სამეგრელოში გაიმარჯვებს და გამარჯვების ოქმს ზუგდიდიდან თბილისში ჩამოიტანს“.

„ბოლო არჩევნებისგან განსხვავებით, ჩვენი ამომრჩევლების რიცხვი კიდევ უფრო მეტად არის ზუგდიდში და სრულიად სამეგრელოში გაზრდილი. ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს ბედი, იქნება ევროპული ინტეგრაციის, ეკონომიკურად განვითარებული ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, თუ იქნება რუსული რეჟიმის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი და სამეგრელო იქნება ის, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა და გაიმარჯვებს“,- განაცხადა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g