„ფაქტია, საკმაოდ დაძაბული არჩევნები იქნება, ძალიან მაღალი ფასი აქვს ამ არჩევნებს და ხვალინდელი დღე დაგვანახებს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქალაქის მმართველი“,- ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა 2 აპრილს ბათუმში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ორივე მხარეს აქვს შანსები, თუმცა ვინ მოიგებს არჩევნებს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლების მეტად მობილიზებას.
ექსპერტი ფიქრობს, რომ „ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდება ბათუმში არჩევნების მოგება“.
„ოპოზიცია ყველანაირად ეცდება რომ არჩევნები მოიგოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისევ ძველი ტექნოლოგია გამოიყენება, როდესაც ცალკე აღებულ ოლქებში იმართება არჩევნები. ხელისუფლება ახერხებს მიწერას საკუთარი მომხრეებისა მის საარჩევნო ოლქში და ამით ზრდის საკუთარ შანსებს.
ფაქტია, საკმაოდ დაძაბული არჩევნები იქნება, ძალიან მაღალი ფასი აქვს ამ არჩევნებს და ხვალინდელი დღე დაგვანახებს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქალაქის მმართველი. ვფიქრობ ორივეს შანსები აქვს.
ვინ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას, იმაზე იქნება დამოკიდებული ვინ მოიგებს. თუ შეძლო ოპოზიციამ ამ ყველაფრის მობილიზება ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდება ბათუმში. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა ქალაქში“, – განაცხადა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთავსა და ბათუმში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც მოქალაქეები პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.