LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას შევახსენებ, 2004 წელს შევარდნაძემაც გამოიყვანა ხალხი აქციაზე, თუმცა შემდეგ გადაგდა, ასევე სააკაშვილმაც, მაგრამ რამდენიმე დღეში მოუწია ხელისუფლების დათმობა: ლანა გალდავა

97
20201104164943 (2)

„ხელისუფლებას მინდა შევახსენო, 2004 წელს ვარდების რევოლუციის წინ ედუარდ შევარდნაძემაც გამოიყვანა ხალხი აქციაზე, თუმცა რამდენიმე დღეში მოუწია ხელისუფლების დათმობა. გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მრავალათასიანი აქცია გამართა,  მაგრამ რამდენიმე დღეში მოუწია ხელისუფლების დათმობა“, – ამის შესახებ პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, კოალიციური კაბინეტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ლანა გალდავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილი შემაჯამებელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის აქცია ხელოვნურად შექმნილია და კონტრაქციის ხასიათს ატარებს.

„ხვალინდელი აქცია, პირდაპირ დავარქვათ არის კონტრაქცია იმისა, რომ ოპოზიციის აქციაზე გამოცხადდა ბევრი ადამიანი, მაგრამ ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ ოპოზიციის აქციაზე მოვიდა ხალხი და გამოხატეს თავისუფალი ნება, ხოლო ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ აქციაზე, რომელიც კონტრაქციის ხასიათის მატარებელია, მოდიან ის ადამიანები, რომლებიც არის მართული ხელისუფლების მიერ. ეს უფრო მეტ აგრესიას წარმოშობს იმ ხალხში, რომლებსაც მას დააძალეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის პასუხად, რომლის თანახმად „ძალით და დაშინებით ხალხი აქციაზე გამოყავდათ 2012 წლამდე“ გალდავა ამბობს, რომ კობახიძე ამ ნაწილში მართალია. მისი თქმით სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კოალიციური ხელისუფლება.

„ირაკლი კობახიძე მართალია იმ ნაწილში, რომ წინა ხელისუფლების დროსაც გამოყავდათ ასე ხალხი, ამიტომაცაა საჭირო კოალიციური ხელისუფლება. ძალაუფლება რყვნის. დღეს მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც აბსოლიტური ძალაუფლებისგან აბსოლიტურად გარყვნილია.

ძალიან ცუდი წარსული გვაქვს. ორივე ხელისუფლების შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობა იყო. ძალათა ბალანსია საჭირო. ერთადერთი ჯანსაღი, რაც შეიძლება ამქვეყანაში იყოს კოალიციური მმართველობაა.

შეუძლებელია რომ მეათე წელს არსებულმა ხელისუფლებამ, რომელმაც რებრენდინგიც კი ვერ განახორციელა საკუთარ ხელისუფლებაში, ქვეყანა მართოს. ამიტომაც, კოალიციური მმართველობის მოდელი არის ჯანსაღი ურთიერთობის დასაწყისი. ეს იქნება ბალანსისა და კონტროლის სისტემა, აღმოიფხვრება ნეპოტიზმი და კორუფცია, არ იქნება ავტოკრატიული რეჟიმისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდის გარდა არავინ ამ ქვეყანაში არ არსებობს“,-განაცხადა ლანა გალდავამ.

magti 5g