LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ფარული განზრახვა: აწყობს თუ რა მთავრობას საზღვრების მართლა გახსნა

312
FORTUNA.GE (44)

საქართველოს მხრიდან საზღვრების გახსნას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ექსპერტების ნაწილი მართებულად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ მთავრობას ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადაედგა. თუმცა თავად დადგენილი პირობებიც ბადებს კითხვებს, მეტიც, გარკვეულ ეჭვებსაც. რატომ მაინც და მაინც ძვირადღირებული ავიაკომპანიები, რატომ კარანტინი ქართველებისთვის და არა უცხოელი ვიზიტორებისთვის და ა.შ.

“ფორტუნა” ექსპერტ ნიკა შენგელიას ესაუბრა, რომელმაც საკმაოდ საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ხელისუფლებას არც აწყობდეს აქტიური მიმოსვლის აღდგენა.

ბატონო ნიკა, ცნობილია, რომ აგვისტოდან აღდგება ფრენები მიუნხენისა და რიგის მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მოლაპარაკები მიმდინარეობს “ლუფტჰანზასთან” და “ეარ ფრანსთან”. ყველამ კარგად ვიცით, რომ აქტიური მიმოსვლა იაფფასიანი ლოუკოსტერების “ვიზიარისა” და “რაინეარის” გამო ხდებოდა. ძვირადღირებული კომპანიების ოპერირება რას მოგვცემს, ეკონომიკურად რამდენად გამართლებული იქნება? და ზოგადად, რა არის ეს, საითკენ არის მიმართული?

აქ უკვე ცალსახაა პასუხი, რომ იფრენს ის ადამიანი, ვინც საქმიანი ვიზიტით მოემართება ქვეყანაში, ძირითადად ეს ადამიანები იფრენენ.
ტურისტებს, როგორც ევროპაში, ისე სხვა ქვეყნებში, პანდემიის ფონზე დანაზოგები გარკვეულწილად შეუმცირდათ. ამიტომ არ მგონია, რომ ტურისტი, რომელიც ჩამოდიოდა დაბალბიუჯეტიან სასტუმროებში, ასეთი ტურისტი ჩვენ წელს არ გვეყოლება. გვაქვს ასეთი ცუდი მოცემულობა, რისი პროგნოზირება ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ციფრებს შემოდგომაზე კიდევ დავითვლით.

რაც შეეხება იმას რატომ გახსნეს: აქ ეჭვს ბადებს ის თემა, რომ როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდია და მთავრობა მაქსიმალურად ზღუდავს გახსნას.
ეჭვს ბადებს ფარული განცხადებები: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა ჩამოვიდეს.

არ გამოვრიცხავ, რომ სექტემბრიდან გამოცხადეს მეორე ტალღა და ვიხილოთ გარკვეული შეზღუდვები. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა დაემორჩილა ამ შეზღუდვებს და შესაძლოა დიდი არა, მაგრამ გარკვეული მასშტაბით განმეორდეს ეს შეზღუდვები.

 

 

ნიკა შენგელიამ სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას ასევე აღნიშნა:

 

“ტურისტული სექტორი წელს რომ ჩავარდებოდა, 6 თვით ადრე გავაკეთეთ ამის პროგნოზი.
მთავრობამ მანამდე დაანონსებული გახსნით, ტურისტული სექტორი და არამარტო ის, შეცდომაში შეიყვანა.

ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებულ 80%-ს ნაქირავები აქვთ ფართები.
უარყოფითი გავლენის ფაქტებს და ნეგატიური გავლენის შედეგს უკვე ოქტომბრის ბოლოსათვის მივიღებთ, როდესაც ტურისტული ობიექტების 80% ფაქტობრივად გაკოტრდება, ნახევარი მაინც იქნება გაკოტრების პირას.

 

სამთავრობო ექსპერტებმა დათვალეს, რომ ამ 5 ქვეყნიდან შარშან ანალოგიურ პერიოდში 88 000-მდე ტურისტი შემოვიდა. ამ მონაცემების პირდაპირ გადმოტანა არ იქნება სწორი. იმიტომ რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ, მაგალითად “ვიზეარმა” შეაჩერა ფრენები.
დაახლოებით 50%-ით რომ გავიდეთ ამ მაჩვენებლებზე, დიდი მიღწევა იქნება.

1 აგვისტოდან სრულად რომც გაიხსნას ფრენები, ტურისტების ნაკადი ძალიან შემცირებული იქნება.
თუ აპირებდა მთავრობა ტურისტულ სექტორს დახმარებოდა, მაშინ 1-ლი ივლისიდან უნდა გაეხსნა ფრენები, როგორც იყო მოლოდინი.

იმ ხალხმა, ვინც ტურისტულ ბიზნესშია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 1-ელ ივლისამდე ობიექტები შეენარჩუნებინა და ყველა ეს ობიექტი, ჯერ მოლოდინების შექმნით და მერე არგამართლებით, დიდი ზარალის წინაშე დადგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g