LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მცდელობა, თითქოს ვინმე რევოლუციას აწყობს, არ არის სიმართლე: სერგო ჩიხლაძე

64
სერგოი ჩიხლიკა

”აქციების გამართვა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს ვინმე რევოლუციას აწყობს, არ არის სიმართლე” – ამის შესახებ, ”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვირაში ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციები ექნებათ და საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან.

”გაფართოებულ ფორმატში გვექნება შეხვედრა, მათ შორის მედიისთვისაც. რევოლუციაზე არ გვქონია მსჯელობა. რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს ეს არის სპონტანური აქტი. შესაბამისად, ხელისუფლების მცდელობა, ვინმე დააშინოს და თითქოს რევოლუციას აწყობს ვინმე, არ არის სიმართლე. რაც შეეხება აქციებს, დემონსტრაციებს, იქნება და მივიღებთ მონაწილეობას ისევე, როგორც გუშინ კანცელარიასთან. არანაირი რევოლუცია იქ არ მომხდარა, მივიღებთ მონაწილეობა მშვიდად, წყნარად და ასე ჩატარდება ყველა აქცია”. –  აღნიშნა, სერგო ჩიხლაძემ.

იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ის წერილები, რომლებიც ორი თვის წინ დაიწერა, დროულად განიხილოს და დააკმაყოფილოს .

”ისედაც ყველანაირი ვადა გასულია და იწურება. დროზე განიხილონ და დააკმაყოფილონ ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ის წერილები, რომლებიც ორი თვის წინ დაიწერა. ამით საბოლოოდ მოეღება ბოლო სპეკულაციებს, ჭორიკნობას და მეორე მესამეხარისხოვან თემებს, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში, ვიღაც არა. როგორც ჩანს ”ქართული ოცნება” არ აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, ასე ჩანს სამწუხაროდ. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, გააღრმავებს იმ ჩიხურ სიტუაციას და პოლიტიკური კრიზისის ტემპერატურას მაღლა სწევს. იმის ნაცვლად, რომ კრიზისი ჩაეხშოთ, უფრო ამწვავებენ”. – განაცხადა, ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g