LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა იყოს, მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს: ხათუნა სამნიძე ბიბილოვის განცხადებაზე

81
add.png

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე საქართველოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს. როგორც სამნიძე ამბობს მთავრობამ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა უნდა შეკრიბოს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

,,ეს პირველი ასეთი შემთხვევა და პროვოკაცია არ არის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება უნდა იყოს. ყველაზე მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს და განხილვები უნდა იყოს პარლამენტში, თუ დახურულ კარს მიღმა. არაფერი მსგავსი არ შეიმჩნევა და არც მოლოდინი მაქვს, რეგიონში არსებული კრიზისის დროს ოპოზიციამ პირველმა მოვითხოვეთ საუბარი ხელისუფლებასთან, შევთავაზეთ ერთიანობა ამ პროცესში, ვინაიდან, ქვეყნის უსაფრთხოება ეროვნული ინტერესია. „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ თვლის, რომ არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს და ფრთხილად იყოს, რეალურად ეს არის სიმხდალის პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ხელისუფლება გამოდის და ამბობს: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და თქვენ ომი გინდათ, არ დგამენ არცერთ ნაბიჯს, რომლითაც მოქალაქეები დამშვიდდებიან და ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავენ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სურს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, მალე მიიღებს ზომებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის ნაწილი გახდეს, მაგრამ რა კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებზეა საუბარი ბიბილოვს არ აღუნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g