LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ: “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

56
1

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან.” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქის ცენტრში შეკრებილი პირები, რომლებიც დაანონსებული “ღირსების მარშს” აპროტესტებენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად ესხმიან თავს.

როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თითოეული ინციდენტი ეფექტიანად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანია.

მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა.

ქვეყანაში სახიფათო გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომამდგენელთათვის მუშაობა. ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ, მუქარამ, შეურაცხყოფამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას კი თავისთავად ახალისებს ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება. არ ხდება მსგავსი ინციდენტების დროული და სათანადო გამოძიება, დამნაშავეების შესაბამისი დასჯა და გრძელდება ზოგადად აგრესიული რიტორიკა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g