LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელნაკეთი ჩანთების დიდი არჩევანი ”Hippie“-ში

144

ლამაზად მოხატული ჩანთების მოყვარულებს „Hippie” მათ დიდ არჩევანს გთავაზობთ.

“Hippie” ორი ახალგაზრდა დიზაინერის დაარსებული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელით მოხატული ჩანთების დიდ არჩევანს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას „Hippie”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა ისაუბრა, აღნიშნული ჩანთები მათივე დიზაინით იქმნება და თავადვე ხელით ხატავენ.

”ჩვენთან ჩანთების ფასი ზომების მიხედვითაა, მათი შეძენა 20 ლარიდანაა შესაძლებელი”, – აღნიშნა თვალიაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი მოთხოვნაა მათ პროდუქციაზე ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან: იტალიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

მისივე თქმით, მყიდველს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი დიზაინით შექმნილი ნამუშევარი, სასურველ ჩანთაზე შეუძლია გადაიტანოს.

გეტყვით იმასაც, სულ რამდენიმე დღეა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ შეკვეთის გარდა, სასურველი პროდუქტი ამავე სახელწოდების მაღაზიაში შეიძინოს, რომლის მისამართია: პეკინის N8.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები