მოდელმა და უკვე დიზაინერმა ლალი ტოტიკაშვილმა დიდი ხანი არაა, რაც მეგობრებთან ერთად მაღაზია გახსნა.
ის მომხმარებელს ხელით ნაქსოვ ჟაკეტებს, კაბებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
ამ ჟამად, საშუალება გაქვთ შეიძინოთ ორიგინალური დიზაინის მქონე ჩანთები, რომელთა ფასიც 300 ლარიდან იწყება.
ჩანთების გარდა, დიზაინერმა აღნიშნა, რომ მსურველს უკვე საშუალება აქვს შეიძინოს ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან, ჟაკეტები.
მაღაზიის სახელწოდებაა ”L.L.S.I“, რომელიც აბაშიძის N62 მდებარეობს.