ხელნაკეთი ხის საათების კიოსი ”Wood Land“ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”Wood Land“-ის დირექტორმა მალხაზ დევაძემ ისაუბრა, ეს გახლავთ საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი კედლის საათები, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და დიზაინის ორიგინალურობით.
”ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მუხისგან, წიფელისგან, კაკლისგან და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებულ ულამაზეს კედლის საათებს, რომელთა ფასიც 40 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა დირექტორმა.
მისივე თქმით, ამას გარდა, ”Wood Land“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური სასანთლეები, რომელთა ფასიც 17 ლარიდან იწყება.
როგორც დევაძემ განაცხადა, ისინი კიდევ აპირებენ თავიანთ პროდუქციას შემატონ სხვადასხვა ორიგინალური ნივთები.
”Wood Land“ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” მდებარეობს.