LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელნაკეთი სამკაულების ფართო არჩევანი დიზაინერ ანანო ქუშაშვილისგან

92

Libaloon-ი მომხმარებლებს დიზაინერი ანანო ქუშაშვილის  ხელნაკეთ სამაჯურებს, ყელსაბამებსა და ბრელოკებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, სამკაულები სხვადასხვა დიზაინით იქმნება და ყელსაბამების ფასი 10-20 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება სამაჯურებს, მათი შეძენა 15-20 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო ბრელოკების ფასი 8 ლარია.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მაღაზიის გახსნასა და ახალი ხაზის დამატებასაც გეგმავს, ამ ეტაპზე კი შეკვეთებს facebook-ის საშუალებით იღებს და შეკვეთიდან 1-2 დღეში ნივთიც მზადაა.

Libaloon არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოდურ, განსხვავებულ და ხელმისაწვდომ აქსესუარებსაქსესუარების ნაწილი ხელნაკეთია და არ ვყიდით დიდი რაოდენობით. არის პროდუქტები, რომელიც გვაქვს მხოლოდ თითოთითო მოდელი, რაც უფრო გამოგვარჩევს სხვა მაღაზიებისგან. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისსა და სხვადასხვა რეგინოში ”,- განაცხადა ქუმშაშვილმა.

ანანო ქუშაშვილის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა facebook-ის საშუალებითაა შესაძლებელი.  https://www.facebook.com/liballoon/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები