LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები: რობერტ სტურუა

7571
რობერტ სტურუა

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები. – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა

“ეს ის ხალხია, რომელმაც 1937 წელი შექმნა” – ამბობს სტურუა

მისივე თქმით, მაშინ ბოროტების უფრო დიდმა ძალამ, როგორიც იყო იოსებ სტალინი და მისი მოწაფე ლავრენტი ბერია, გაითვალისწინეს, რომ ინტელიგენციაში არის მხდალი ხალხი, რომელიც გაყიდის საკუთარ მეგობრებს, უდიდეს პოეტებს.

„თქვენ იცით, რა წერილები დაიწერა ჯავახიშვილის, ტაბიძის წინააღმდეგ. ესენი მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. 5 წელი გავა და შერცხვებათ, მაგრამ ხელმოწერები ხომ დარჩება? თუ დარჩებათ სინდისი, ძალიან ინანებენ. ნიჭი კომპრომისს ვერ ეგუება, თუ რაღაც კომპრომისი ჩაიდინე, ნიჭი პატარავდება და პატარა კურ**ად იქცევა. ესენი აბრალებენ გალაკტიონს, რომ სტალინზე ლექსი დაწერა. ასეთი ლექსი ბელადზე ახლა ვერცერთმა ვერ დაწერა. გალაკტიონმა სტალინს ლეგიონი უწოდა და ლეგიონი არის სატანის სახელი“, – აცხადებს რობერტ სტურუა.

magti 5g