LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური კრიზისი დასრულებულია: მდინარაძე

61
მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პარტიების მიერ ხელმოწერას აფასებს. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხელოვნური კრიზისი დასრულებულია.

„ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, ეს საქართველოს გამარჯვებაა, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით. განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს“, – წერს მდინარაძე.

შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა

"ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, "

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს:

  • დავით ბაქრაძემ,
  • ალეკო ელისაშვილმა,
  • ბადრი ჯაფარიძემ,
  • ზურაბ ჯაფარიძემ,
  • მამუკა ხაზარაძემ,
  • ვახტანგ მეგრელიშვილმა,
  • შალვა პაპუაშვილმა,
  • სალომე სამადაშვილმა,
  • ხათუნა სამნიძემ,
  • არჩილ თალაკვაძემ,
  • გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g