სამი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველასათვის საყვარელი ქართული სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
ახლახან კი ახალი დეტალები გასაჯაროვდა. მე-3 სეზონის პრემიერა 14 იანვარს შედგება. მისი ყურების საშუალება „კავეას“ ონლაინ კინოთეატრში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ცნობილი „კავეა+-ის „ფეისბუქის“ პოსტიდან გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, ახალ სეზონში მოქმედება ბოლო მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება.
შეგახსენებთ, სერიალი „ფორმულა კრეატივმა“ 2016 წელს გადაიღო.
ვიდეო – სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” 6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება: ნახეთ პირველი ტრეილერი
https://www.youtube.com/watch?v=YvWTUY_getA