LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელოვნური სუნთქვა“ შესაძლოა, ეთერში დაბრუნდეს?!.. – პროდიუსერის ექსკლუზიური კომენტარი

563

მცირე ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილი კიდევ ერთი წარმატებული სერიალი, „ხელოვნური სუნთქვა“ ეთერში ვეღარ გავიდოდა, მის თაყვანისმცემლებს ძალიან დასწყვიტა გული.

სამედიცინო დრამამ თაყვანისმცემლების სიყვარული მალე მოიპოვა და სერიალის გმირებთან გამომშვიდობება მაყურებელს არ სურდა, თუმცა პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ მსხვილი ბიუჯეტის პროექტი დაუფინანსებლობის გამო გაჩერდა.

რადიო „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სერიალს მსხვილი დამფინანსებელი გამოუჩნდა, ჯერჯერობით მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები დასაზუსტებელი, კონტრაქტი კი გასაფორმებელია, თუმცა როგორც ირაკლი საღინაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დიდი ალბათობით, სერიალი ეთერს დაუბრუნდება.

ირაკლი, როგორ შევიტყვეთ, შესაძლოა „ხელონვური სუნთქვა“ ეთერში კვლავ გავიდეს. დამფინანსებელი გამოგიჩნდათ?

დიახ. მართალია, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არის დიდი შანსი, რომ „ხელოვნური სუნთქვა“ ეთერს დაუბრუნდეს. ჯერ კონტრაქტის დამუშავების პროცესში ვართ, აი, დღესაც გვაქვს შეხვედრა. ბევრი დეტალია შესათანხმებელი, ახლა ზოგადი საუბარი მიდის. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი კარგად დასრულდება და სერიალი ეთერში დაბრუნდება.

დამფინანსებელი თავად მოძებნეთ თუ მან გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი?

საკუთარი სურვილით გამოჩნდა. მართალი გითხრათ, ჩვენი ბიუჯეტი არცთუ მცირეა, სერიალს დიდი თანხები სჭირდება. ლაპარაკია 100 000-ობით ლარზე. რამდენიმე დამფინანსებელი მანამდეც გამოჩნდა, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით. ამ თანამშრომლობით სერიალის შინაარსი დაზიანდებოდა, როდესაც ამდენი პროდუქტის რეკლამას აკეთებ, სოციალური დრამა აღარ გამოდის. სულ ჩიტების ჭიკჭიკზე ვერ გადაიღებ სერიებს. გვჭირდებოდა ერთი მსხვილი დამფინანსებელი, რომელიც, როგორც გითხარით, თავად დაგვიკავშირდა.

ის სერიალის თაყვანისმცემელია?

გარდა იმისა, რომ თაყვანისმცემელიც არის, პირველ რიგში, ბიზნესმენია. მან იცის, რა სიხარულის მოტანა შეუძლია სერიალის ეთერში დაბრუნებას მისი თაყვანისმცემლებისთვის. უფრო ბიზნესის კუთხით უყურებს ამ საქმეს, პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სერიალის დაფინანსებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, უბრალოდ, როცა სხვები მასშტაბებს იგებდნენ, მთლიან დაფინანსებას ვერ იღებდნენ საკუთარ თავზე. ახალი დამფინანსებელი კი მაგრად დადგა (იღიმის).

წარმატებებს გისურვებთ!..

დიდი მადლობა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g