LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელს ნუ მახლებ, ნუ გვცემთ – ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

103
BeFunky-collage (36)

პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტების აქცია გაიმართა. აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით შედგა.

აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გააპროტესტეს.

აქციით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ბოლო პერიოდში აქციების გაშუქების დროს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის, მათი საკუთრებისა და ტელეკამერების ხელყოფის ფაქტები დაგმო.

“დღევანდელი აქცია, სადაც შეკრებილია სხვადასხვა თაობის ჟურნალისტი, არის გამოხატულება ჩვენი საერთო სურვილის, რომ ეს პროფესია და ამ პროფესიის ადამიანები ამ ქვეყანაში იყვნენ დაცულები”,- განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ.

პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობა “თბილისი მარიოტისკენ” განაგრძეს, სადაც ეთიკის ქარტიის კრება იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g