LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ”

832
კალანდია ლუკა

“მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ“- ეს განცხადება დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ “კურიერთან” ინტერვიუში გააკეთა. ლუკა კალანდიას თქმით,  სამ დეკემბერს, როდესაც ის და მისი ძმა ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის სტატუსით მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს, მათ ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი მორალურ ტერორში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, მიუტანეს უკვე დაწერილი ჩვენებები და ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც  უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. ლუკა კალანდიას თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა თენგიზ კალანდიასაც მიაყენეს.

„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პირველ დღეებში, ყველას ემახსოვრება, ალბათ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში ამ ამბავთან დაკავშირებით და სჭირდებოდათ მეტი დაკავებული ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის ჩვენი ორი მეგობარი, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბულიშვილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაფერი იცოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მათ სჭირდებოდათ, რაც შეიძლება მეტი დაკავებული, რომ საზოგადოებაში მღელვარება ჩაეწყნარებინათ. პოლიტიკურად რომ არ გაჟღერებულიყო, დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო ოპოზიცასა და მთავრობას შორის, სავარაუდოდ, ამიტომ, ყველაფერი ამიტომ ხდება, ახლაც ამიტომ ხდება. ვერავის ვერ მივცემ ჩემი ძმის დაჩაგვრის უფლებას ვინც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა იქება, მაღალჩინოსანი, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g