LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი და მან ხელი მომიჭირა – კონსტანტინე გამსახურდია

893
19

“არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა”, – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის კურსი მალე დაიწყება.

„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიასთვის ფოტოს გადაღებით და გავრცელებით აღშფოთებული ვარ – ანა ჯაბაური

შეგახსენებთ, ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს. საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა, ხოლო 22 დეკემბერს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 1 სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g