LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მითითებაა, გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით იარონ, დაუშვებელია მათ შარვლის ჩაცმა აეკრძალოთ“ – ომბუდსმენი დირექციას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

161
გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 28 თებერვალს ომბუდსმენმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა – არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.

აპარატის ინფორმაციით, როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ.

თუმცა, საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

„სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა, ასევე იმსჯელა გენდერულ თანასწორობის კუთხით არსებულ ზოგად გამოწვევებზე, სკოლის მოსწავლეთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობასა და სკოლის შესაბამის ვალდებულებებზე“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

პოპულალურები